Tuesday, June 21, 2016

დღე  9

           დღეს არის ჩვენი ტრენინგის დასრულების დღე. დღეისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ წარვადგინეთ პრეზენტაციები, ჩვენი პორტფოლიო და მოვიღეთ საინტერესო რჩევები.
           ამ ტრენინგით გავიგე და დავრწმუნდი რომ 21-ე საუკუნეში სწავლა უნდა იყოს ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, გავიგე რა არის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კვლევა-ძიება. ვისწავლე პროექტის შედგენა, რომელიც გაწერილია მრავალფეროვანი ტექნოლოგიური აქტივობებით და რომლითაც შევძლებთ მოსწავლეების დაინტერესებას და სწავლის დონის ამაღლებას.
          მადლობა ჩვენს ტრენერს, ქალბატონ გვაცა სალიას ასეთი საინტერესო სწავლებისა და ყურადღებისათვის.
   





Monday, June 20, 2016

დღე 8

დღეს მნიშვნელოვანია ის რომ უკეთ გავიგე ფასილიტაცია-ტექნოლოგიის მნიშვნელობა. მივხვდი როგორ უნდა შევთავაზო მოსწავლეებს ისეთი ტექნოლოგიური მეთოდები, რომლითაც ის ნახავს საგანმანათლებლი-სათამაშო მასალას და შემდეგ თვითონ შეძლებს მასზე დააშენოს სწავლა.დღეს ბლოგზე ავტვირთე ნამუშევარი მასალები. შევცვალე ფონი ნაშრომზე.ვისწავლე საქაღალდეში ინფორმაციის გადატანა.

Sunday, June 19, 2016

დღე 7

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით რომ დავასრულე მოსწავლის როლზე მუშაობა. გავაკეთეთ შეფასება. გავეცანი შეფასების ბიბლიოთეკას. გავიგე რომ საუკეთესო საშუალებაა გარდნერის და ბლუმის მატრიცა.. მოვახდინე არსებული რუბრიკების ადაპტირება ჩვენი პროექტის მოთხოვნების დონეზე.

Saturday, June 18, 2016

დღე 6

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით რომ, ვიმუშავე საგნობრივ სტანდარტზე.  დღეს მოვირგე მოსწავლის როლი და ვიმუ შავე პროექტის შექმნაზე. ეს დამეხმარა  გავარკვიო
თუ რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა მოსწავლეთა მუშაობა პროექტზე., როგორ შრომობენ და აღწევენ მიზანს. 

Friday, June 17, 2016


დღე 5

დღეს საინტერესო იყო ის რომ შევისწავლეთ კავშირები. იმისათვის რომ აწავლება ეფექტური გამოვიდეს უნდა გამოვიყენო ინტერნეტი, მეილი.შევისწავლე უკუკავშირი. გაკვეთილის პროცესში ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.

Sunday, June 5, 2016

დღე 4

დღვანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ გავეცანი პროექტის შეფასების რუბრიკას, მის ხუთ მიზანს.  რომ ეს საკითხები აუცილებელია მოსწავლეებთან მუშაობისას.

Saturday, June 4, 2016

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით რომ გადავედით მეორე მოდულზე. გავაკეთეთ პროექტის მონახაზი ბლუმის დონეების მიხედვით. გავეცანით კითხვების დასმის ხერხებს. განვასხვავეთ ერთმანეთისაგან ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.